ზოგადი ინფომრაცია

რა არის პრეისტორია ?
       ტერმინი “პრეისტორია” გამოიყენება ორი მნიშვნელობით: 1. “პრეისტორიად” იწოდება დამწერლობამდელი პერიოდი და 2. მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ამ პერიოდს. გარდა ამისა გამოიყინება კიდევ ერთი ტერმინი- ისტორიამდელი ან პირველყოფილი საზოგადოების ისტორია.

პრეისტორია, როგორც ეპოქა
       როგორც აღინიშნა, პრეისტორიული პერიოდის დასასრულს ემთხვევა დამწერლობის შექმნა, ეს უკანასკნელი მოვლენა იყო მიზეზი და ქრონოლოგიურად დაკავშირებულია პირველი ცივილიზაციებისა და სახელმწიფოების ფორმირებასთან, შესაბამისად ეს პროცესი გარდა პრეისტორიული ეპოქის დასასრულისა, წარმოადგენს კულტურული საზოგადოების განვითარების განსაზღვრულ ეტაპს. დამწერლობა- ფორმალური კრიტერიუმია “პრეისტორიული ხანის” “ისტორიამდელი” ხანისაგანს გამოსაყაფად, მთავარი განმასხვავებელი არსი ამ ორ მცნებას  შორის უფრო სიღრმისეული განხილვის საგანია:საზოგადოების, მოქმედი კულტურების ხასიათი, ადამიანის ფსიქოლოგია, კერძოდ, ადამიანების გამიზნული მოქმედება პრიორიტეტებისა და ღირებულებების სისტემაში. ერთი პერიოდი დასრულება და ახალი ეტაპის დაწყება ძირეული ცვლილებების საფუძველია, რომელიც განსაზღვრა ადამიანის ცხოვრებისუნარიანობამ, რაშიც იგულისხმება მიმთვისებლური მეურნეობიდან მწარმოებლურ მეურნეობაზე გადასვლა. პრეისტორია- ესაა მიმთვისებლური მეურნეობის ხანა, როდესაც ადამიანი ცხოვრობდა ბუნების მიერ წარმოებულ პროდუქტზე, როდესაც თავად არ ფიქრობდა მის წარმოებაზე.
პრეისტორია, როგორც მეცნიერება
       პრეისტორია, როგორც მეცნიერება ბევრ რამეში არ ჰგავს ისტორიას. რაც გამოხატულია მისი კვლევის საგნის თავისებურებით, ეს თავისებურება კი მდგომარეობს შემდეგში- პრეისტორიული ეპოქის პერიოდში ცვლილებები განიცადა არა მარტო ეპოქამ და მისთვის დამახასიათებელმა კულტურამ, არამედ თავად ადამიანმა (ანატომია, ფიზიოლოგია, ინტელექტუალური შესაძლებლობები). ჩვენი წინაპრების ბიოლოგიური ევოლუცია და კულტურის განვითარება წარმოადგენდა ორ ურთიერთმიმართულ პროცესს, პრეისტორიის შესწავლა გვთავაზობს ამ ორი პროცესის არა მარტო რეკოსნტრუირებას, არამედ მისი ხასიათის და ურთიერთმიმართების დადგენას.
       პრეისტორებს, ისტორიკოსებისგან განსხვავებით არ გააჩნიათ წყაროები, როგორებიცაა წერილობითი, სამეურნეო დოკუმენტები, კანონები და ა.შ. ამიტომ, ისინი იძულებულნი არიან დასკვნა გააკეთონ საკუთარი იტერპრეტაციით, რომელიც დამყარებულია ნივთიერ მასალასა და ადამიანის საქმიანობის შედეგად დატოვებული ნაშთების მიხედვით (რასაც შეისწავლის არქეოლოგია).
       პრეისტორიისთვის მნიშვნელოვან წყაროა- ადამიანისა და მისი წინაპარის ბიოლოგიური ისტორია (პალეოანთროპოლოგია), პალეოგეოგრაფია-კლიმატი, გარემო პირობები, პალეობოტანიკა, პალინოლოგია, პალეოზოოლოგია. გარდა ამისა, გამოყენება ქიმიური და ფიზიკური ანალიზები ტარიღის დასადგენად.
პრეისტორიული ეპოქის ქრონოლოგია
       თუ, ადამიანის არსებობის ხანგრძლივობას განვსაზღვრავთ დღე-ღამის მიხედვით, გამოდის, რომ ცივილიზაცია 2-3 წუთის წინ შეიქმნა, ხოლო პირველყოფილი ეპოქა საათების განმავლობაში გრძელდებოდა. ნამდვილად,  ეგვიპტისა და შუმერში პირველი სახელმწიფოებრიობა და იეროგლიფური დამწერლობა “სულ რაღაც” 6 ათასი წლის წინათ გაჩნდა, როცა პრეისტორიული პერიოდის ხანგრძლივობა მილიონ წელს ითვლის. ამ პერიოდის განმავლობაში ხდება ადამიანის ჩამოყალიბება, იცვლება ადამიანის ცხოვრების სტილი, გაკეთდა დიდი თუ პატარა გამოგონებები.
       ქრონოლოგია დროში გათვლილ მოვლენების ერთობლიობას/მონაცვლეობას. ქრონოლოგია შეიძლება იყოს აბსოლუტური, როდესაც მითითებულია კონკრეტული, მეტნაკლებად ზუსტი თარიღი. შედარებითი ქრონოლოგია-განსახილველი მოვლენების შედარება, მისი მიმართება დროსთან, ზუსტი თარიღის დაუსახელებლად.
       პრეისტორიისთვის აბსოლუტური ქრონოლოგიის მეთოდი- ესაა, უპირველეს ყოვლისა ფიზიკური და ქიმიური მეთოდები, ისეთები როგორებიცაა დატარიღება რადიონახშირბადით, თერმოლუმინესცენცია, კალიო-არგონული და სხვ.
       შედარებითი ქრონოლოგიის მეთოდები- გეოლოგიური და პალეონტოლოგიური, რომლის მიზანია დაადგინოს ურთიერთმიარტება სხვადასხვა გეოლოგიური და კულუტურული ფენების. მოკლედ, რომ ვთქვათ სტრატიგრაფიის შესწავლა.

No comments:

Post a Comment