Wednesday, November 16, 2016

დმანისი


1983 წელს გამოვლინდა პალეოლითური ძეგლი დმანისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე
და 1991 წლის 24 სექტემბერს აღმოჩენილი თვით უძველესი ადამიანი ნაშთი, ქვედა ყბა. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ დმანისის ადამიანი ევროპასა და აზიაში ერთ-ერთი ყველაზე უძველესია და იგი უახლოვდება ოლდუვაის (აფრიკა) ადამიანის თარიღს. XI ნაგებობა, 4,0X4,0 მ ფართობი.
1984-1989 წლებში მეტნაკლებად ინტენსიურობით მიმდინარობდა ამ ძეგლის გათხრა ჯერ თამაზ ბუგიანიშვილის, შემდეგ ნუგზარ მგელაძის ხელმძღვანელობით. ექსპედიციაში მოწვეული იყვნენ პალეონტოლოგი-აბესალომ ვეკუა, გეოლოგი-გივი მაისურაძე, პალინოლოგი- ნინო კლოპოტოვსკაია, გეოფიზიკოსები- ჯემალ სოლოღაშვილი და ელისაბედ ფავლენიშვილი. XI ნაგებობის გათხრის შემდგომ გამვლენილი მასალის საფძველზე  დმანისის პალეოლითური ძეგლი 1,0 მილიონი წელზე ადრეული ხანით დაათარიღეს. უმთავრესი პალეონტოლოგიური მასალის გამოვლენა.
XI ნაგებობაში გათხრების შემდეგ ნუგზარ მგელაძის მიერ 1988-1989 წლებში ერთი კვადრატი ჩაიჭრა X შენობაში, დარანის სამხრეთით. 1990 წელს, თბილიში ჩამოდის, პალეოლითის ხანის მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი სპეციალისტი გერმანელი პროფესორი ბ-ნი გერჰარდ ბოზინსკი.1991 წლიდან დმანისის არქეოლოგიურ ექსპედიციაში შეიქმნა აქ არსებული ადრეპალეოლითური ძეგლის შემსწავლელი რაზმი ქ-ნი მედეა ნიორაძის ხელმძღვანელობით, დაიწყეს  X ნაგებობაში გათხრილი ზემოთ აღნიშნული კვადრატის აღმოსავლეთით გაფართოება,სადაც  აღმოჩნდა ადამიანის ქვედა ყბა 16 კბილით.
დმანისის შუა საუკუნეების ნაქალაქარი მდებარეობს სოფელ პატარა დმანისის მახლობლად მდ. მაშავერასა და მისი შენაკადის მდ. ფინეზაურის ხეობებს შორის, ვულკანური წარმოშობის ზეგნისებურ შტენილ კონცხზე. მისი ნანგრევები ძევს დოლერიტული ლავებით შეგუბებული რაღაც უძველესი წყალსატევის, ნამარხი ცხოველების მრავალრიცხოვანი ძვლოვანი ნაშთების შემცველი დელუვიურ-პროლუვიური მძლავრი დანალქებით ამოვსებული ღრმულის ზედაპირზე. ნაქალაქარის ტერიტორიის დაახლოებით 3000 კვ.მ. მოიცავს.


Flint Knapping Technique



Stories from the stone age